შედეგები
გალერეადღეს, 18-წლამდელთა ჩემპიონატის 2 ნახევარფინალისტი
გამოვლინდა. საკალათბურთო აკადემიაში გამართული 2 მატჩიდან ერთ-ერთში სერია მშრალი
ანგარიშით დასრულდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „აკადემიამ“ 113:58 სძლია „მგზავრები-არმიას“
და სერია 2:0 მოიგო, ხოლო რუსთავში ადგილობრივმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 68:66 მოუგო “სოხუმს”. რუსთაველებს პირველი მატჩი თბილისში მოგებული ჰქონდათ სოხუმელთათვის და აკადემიელთა მსგავსად, მეოთხედფინალური სერია მათაც მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგეს.
“აკადემიას” “”მგზავრები-არმია” პირველი შეხვედრაშიც დამაჯერებელი
სხვაობით – 114:45 ჰყავდა დამარცხებული და დღევანდელი გამარჯვებით ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა. „აკადემია“ ყველაზე შედეგიანი ლუკა გიორგაძე გახლდათ, რომელმაც 23 ქულა,
11 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. 17 ქულა და 9 მოხსნა ნიკა დარბაიძის ანგარიშზეა, ხოლო
ნუგზარ მდივანმა 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მეორე მატჩში „შსს-აკადემიამ“ 23 ქულის სხვაობით –
95:72 სძლია „ვითას“ და სერიაში 1:0 დაწინაურდა. 38 ქულითა და 17 მოხსნით შთამბეჭდავი
სტატისტიკა გაიფორმა ვასო კუტალაძემ, ხოლო ვასო მჭედლიშვილმა 23 ქულა დააგროვა.
ამ გუნდების სერიის მეორე შეხვედრა 21 მაისს, საკალათბურთო
აკადემიაში, 15:00 საათზე გაიმართება.