სტატისტიკა
18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია.
საკალათბურთო აკადემიის გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაც მოუგო „რუსთავს“
და საერთო ანგარიშით – 2:0 გაიმარჯვა.
სერიის პირველი მატჩი აკადემიელებმა 22 მაისს თბილისის
სპორტის სასახლეში მოიგეს. მეორე მატჩს 23 მაისს რუსთავმა უმასპინძლა. წინა მატჩის
(89:56) მსგავსად აკადემიელებმა რუსთავშიც დამაჯერებლად იმარჯვეს. გია კაზანჯიანის
გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე პერიოდი მოიგო და საბოლოოდ 29 ქულით – 85:56 იმარჯვა.
16 ქულით აკადემიელთაგან ბომბარდირი გიორგი გვიანიძე
გახდა. 14 ქულა მიითვალა ნიკა ლეონიძემ, ხოლო ლუკა გიორგაძის ანგარიშზე 13 ქულა და
10 მოხსნა დაგროვდა. რუსთაველთაგან 14-14 ქულით დაასრულეს შეხვედრა გიორგი ქავთარაძემ
და გეგი გოგობერიშვილმა.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ( შსს აკადემია-ჰიუნდაი)
სერიას 24 მაისს საკალათბურთო აკადემიაში იწყებს.