აკადემიამ მართვეს ბოლო წამებზე ძლია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

აკადემიამ მართვეს ბოლო წამებზე ძლია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა 
გალერეა გამარჯვებით დაიწყო
ფინალური სერია “აკადემიამ”. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა
“მართვე 165-ე სკოლას” დაძაბულ ბრძოლაში – 56:55 სძლია და 1:0 დაწინაურდა.

აღსანიშნავია,
რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრო და მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი კალათბურთელები
– ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე. ამ უკანასკნელის ძმა, ნიკა ცინცაძე,
“აკადმიაში” თამაშობს და მისი ძმის თამაშზე მისვლა ფეხბედნიერი აღმოჩნდა.
აკადემიელებმა ბოლო წამებზე, 1 ქულის სხვაობით იმარჯვეს.  

“აკადემია”
56:54 იგებდა, გიორგი თევდორაშვილმა ლევან ფაღავაზე ჯარიმა მიიღო და ამ უკანასკნელს
ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა. ფაღავამ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი
აკადემიელმა ნიკა დარბაიძემ მოხსნა და მატჩის ბედიც აქ გაირკვა.

არადა, მანამდე,
მთელი თამაშის განმავლობაში “მართვე 165-ე სკოლა” ლიდერობდა. მესამე მეოთხედი
მართველებმა 19:10 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 45:35 დაწინაურდნენ. აკადემიელებმა
ბოლო 5 წუთში კარგი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც
მოახერხეს, ბოლო წამებზე კი გამარჯვებაც მოიპოვეს.

აკადემიელთა შორის
18 ქულით საუკეთესო გიორგი თევდორაშვილი გახლდათ. ნიკა ნოზაძემ 6 ქულა და 10 მოხსნა
მიითვალა, ლუკა დარბაიძემ კი – 6 ქულა და 15 მოხსნა. დამარცხებულებში ტრადიციისამებრ
დავით ლომიძე გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

ფინალური სერიის
მომდევნო მატჩი 17 მაისს, 18:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, ბოლო პერიოდში მოინდომეს და მოვიგეთ, თუმცა ძალიან ცუდად
ვითამაშეთ, კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ.

ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის’’ მთავარი მწვრთნელი):
თითქმის მთელი მეოთხე პერიოდი 8-10 ქულით ვლიდერობდით, თუმცა შემდეგ ლომიძეს ფეხი გადაუბრუნდა,
გოგნაძეც დაშავდა და ამ მომენტებში მოხდა გარდატეხა, ბოლოს ნერვებმაც გვიმტყუნა.