აკადემიამ მორიგ თამაშებს უმასპინძლა

აკადემიამ მორიგ თამაშებს უმასპინძლა

       18- წლამდელთა
 ჩემპიონატის  მორიგ თამაშებს დღეს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.
პირველი მატჩი, ,,მაქაბსა“  და ,,მართვე 2
-ს“  შორის საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრა
სანახაობრივი გამოდგა, 

ორივე გუნდი ბოლომდე იბძოდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება ,,მართვე
2-ს“  დარჩა 56:53.
        მოგებულმა გუნდმა პირველი მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით
დაასრულა. მეორე პერიოდში ,,მაქაბიელებმა“ იბრძოლეს და 15:8 დააფიქსირეს თავიანთ სასარგებლოდ,
თუმცა პირველი ტაიმი ჯამში მაინც დათმეს.  შეხვედრის
მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაიძაბა, მოგებასთან ორივე გუნდი ძალიან ახლოს იყო, მესამე
პერიოდი მაკაბის სასარგებლოდ დასრულდა და წინ გავიდა, თუმცა ,,მართვე 2 ის“  კალათბურთელებმა ბოლომდე ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს
და მეოთხე მეოთხედში მატჩის ბედი თავიანთ სასიკეთოდ შემოაბრუნეს.

       მოგებული გუნდიდან 26 ქულითა და 5 მოხსნით დათო ლომიძე
გამოირჩა, ,,მაქაბის“  კი 33 ქულითა და 15 მოხსნით
მაიზერ რევაზაშვილმა ულიდერა.

       დღის მეორე
მატჩში ერთმანეთს მართვე 3 და  მარნეულის ,,ინტერი“
 დაუპირისპირდნენ. გუნდებს შორის ძალები არ  იყო დაბალანსებული,  შესაბამისად 
ანგარიშში  სხვაობა საკმაოდ დიდი დაფიქსირდა  107-21  მარნეულის სასარგებლოდ. გამორჩეულ მოთამაშეებს რაც
შეეხება მოგებულთა რიგებში ქულათა მონაგარი ყველაზე მეტი ირაკლი ჯანხოთელს ჰქონდა-
24 . არჩილ შაორშაძემ 20 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა,ორმაგი დუბლითა
გამოიჩა ასევე გიორგი მინაძე-16ქულა, 11 მოხსნა.

  დღის ბოლო
შეხვედრა კი თელავსა და დინამოს შორის გაიმართა. ორივე გუნდმა სტარტი შემართებით აიღო,
პირველი პერიოდი 11:11, შემდეგ კი გარკვეული უპირატესობა ,,დინამომ“ მოიპოვა და მიუხედავად
ბოლო მეოთხედში ,,კახელების“ გაბრძოლებისა საბოლოოდ დინამომ 12 ქულით, 62:50 მოიგო.

გამარჯვებული გუნდიდან ორმაგი დუბლით ოთარ ამონაშვილი
გამოირჩა 13 ქულა,16 მოხსნა.

 ,,თელავს“  კი 17-17  ქულა და მოხსნა მოუტანა რევაზ ხაჩიძემ.

18-წლამდელთა მორიგი თამაშები ხვალ, 8 ნოემბერს, გაიმართება.

მაქაბი-მართვე 2

მართვე3- მარნეული

თელავი-დინამო