ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა 6 აპრილს გაიმართება

ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა 6 აპრილს გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასაკობრივ ჩემპიონატებს იწყებს.

დაგეგმილია ჩემპიონატების ჩატარება 14, 16, 18, 20 წლამდელთა შორის. ასევე ჯუნიონ ნბა-ის ლიგა და გოგონათა ასაკობრივი ჩემოიონატები. 

დღემდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაწესებული სახელმწიფო რეგულაციების გამო ვერ ხერხდებოდა საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კლუბებთან მუდმივად იყო საქმიანი კომუნიკაცია.

სადღეისოდ, სახელმწიფო რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ შეუფერხებლად ჩატარდეს ასაკობრივი საკალათბურთო ჩემპიონატები და აქედან გამომდინარე, ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ დაგეგმა სამუშაო შეხვედრა საკალათბურთო სკოლებისა და ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელებთან, რათა მათთან ერთად განიხილოს ჩემპიონატების ჩატარებისა და ორგანიზების საკითხები.

შეხვედრა გაიმართება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 6 აპრილს, 15:00 საათზე.

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 15 ა