აჭარის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში 18-წლამდელთა ტურნირი ჩატარდა

აჭარის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში 18-წლამდელთა ტურნირი ჩატარდა
ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში დასრულდა ”აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის” მიერ ორგანიზებული  ტურნირი სახელწოდებით A.B.F.C, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირი 18 წლამდელთა შორის, ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი სუპერლიგის გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს.
 
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ბათუმის , ქუთაისის , თბილისი-ბასკეტის და თბილისის “ვინგსის” გუნდები. გათამაშების ფორმატის თანახმად, ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და პრიზიორები დასკვნით დღეს, მე-3 ტურის ბოლოს გამოვლინდნენ.  A.B.F.C -ის ტურნირში გამარჯვება ჯაბა ბაქრაძეს გაწვრთნილმა ბათუმის  გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ,,თბილისის ბასკეტის” გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ქუთაისის და თბილისის “ვინგსმა” გაინაწილეს.
 
შეჯიბრების დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. პრიზიორი გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ, სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბ ,,ბათუმი 2010″-ის კაპიტანმა ლევან ელიაძემ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა და კანდიდატებმა – ბექა ბექაურმა, საბა ლობჯანიძემ და რევაზ ჩაჩანიძემ დააჯოლდოეს.
 
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა “ბათუმის” უკანახაზელი გიორგი ოჩხიკიძე. აჭარის კალათბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ტურნირის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებს, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის.