თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება “ბ” ლიგის ასაკობრივი ჩემპიონატები, რომელშიც მთლიანობაში 112 გუნდი მონაწილეობს. ესაა ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო შეჯიბრი, რომელიც აქამდე ჩატარებულა. გუნდების ეს რაოდენობა, ნებისმიერი საკალათბურთო ტურნირისთვის სარეკორდოა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად – თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ ორგანიზაციებს შორისო გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.
გაგაცნობთ 5 და 6 მარტს გამართული 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატების შედეგებს:
5 მარტი
U16
ქორები – ქარი 57:46
ზაზა4 – ქუთაისი 37:59
ოზურგეთი – ოვერტაიმი2 37:94
საბურთალო – ზაზა1 29:84
გორი1 – ავაზა 53:27
არწივი – გოა 31:92
B18
მართვე – მაკაბი 54:69
დინამო – ზაზა1 67:62
6 მარტი
U18
თსუ – მართვე3 108:61
ბასტიონი გორი 43:55
ორბი – ალფა 76:51
მეგა – ქუთაისი2 46:71
ზაზა2 – ხონი 74:67
U16
ბორჯომი – დინამო 49:89
ქუთაისი – არწივი 55:54
ზაზა2 – ლაგოდეხი 67:27
ოვერტაიმი – ზაზა3 72:54