ჩემპიონს მე-5, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ჩემპიონს მე-5, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  სტატისტიკაგალერეა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია გადამწყვეტ
მატჩამდე მივიდა. სერიაში 2:1 დაწინაურებულმა „აკადემიამ“ დღეს ვერ მოახერხა საჩემპიონო
გამარჯვების მოპოვება და საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

აკადემიელების მარცხის მიზეზის გამოცნობა ძნელი არ არის.
სტატისტის ოქმიდან ნათლად ჩანს, რომ ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს შორი სროლები
არ წაუვიდათ. ლუკა ბულაშვილმა 7-დან ყველა სამქულიანი ააცილა, ხოლო მთლიანობაში აკადემიელებმა
20 ცდიდან ვერც ერთი შორი ნატყორცნი ვერ ჩააგდეს.

„მართვეს“ 32 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა დავით ლომიძემ,
ხოლო სოსო გოგნაძემ ფარზე კარგად იმუშავა და 8 ქულასთან ერთად 17 მოხსნა მიითვალა.
მიუხედავად იმისა, რომ შორი სროლები ვერ ჩააგდეს, აკადემიელები გამარჯვების შანსს ბოლო
წუთებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ლომიძის ჩაგდებული
სამქულიანის შემდეგ სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა და  გამარჯვებულის ვინაობაც გაცხადდა.

„აკადემიაში“ 19 ქულა ჰქონდა გიორგი თევდორაშვილს, ხოლო
ლუკა გიორგაძეს სამმაგ დუბლამდე 2 ჩაჭრა დააკლდა – 10 ქულა, 11 მოხსნა, 8 ჩაჭრა. ფინალური
სერიის გადამწყვეტი მატჩის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ტომარაძე
(„აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „მართვეს“  გამარჯვებას. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე
იბრძოლეს და ნამდვილად დაიმსახურეს დღეს გამარჯვება. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, აკადემიის
ასეთი ცუდი თამაში ჩემი მწვრთნელობის მანძილზე ნადვილად არ მახსოვს. ბურთი ვერ ჩავაგდეთ
და 20-დან  ნოლი  3-ანი გვაქვს. იმედია, მსგავს თამაშსს არადროს ვითამაშებთ.

ხათუნა გაბედავა
(„მართვეს“ მთავარი მწვრთნელი): ასეთ მატჩებში იღბალს და გამართლებას
დიდი მნიშვნებლობა აქვს.  ამასთან ორივე გუნდი
დაღლილია.  როგორც ჩანს,  დღეს ჩვენ უფრო უკეთესად ვიასპარეზეთ,  თამაშიც უფრო წაგვივიდა  და გავიმარჯვეთ. ურთულესი თამაში იყო.