ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი 18-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებს მასპინძლობს. დღის პირველ
მატჩში აკადემია 1-მა საკუთარ მოედანზე ,,თელავი“ მიიღო და მეტოქე 89:41 დაამარცხა.
აკადემიელებმა მატჩის საწყისს წუთებშივე მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და აღნიშნული
პერიოდის ბოლოს 30:5 გავიდნენ წინ, ხოლო ტაიმში 49:19 დაწინაურდნენ. მატჩის მეორე ნახევარში
მასპინძლებმა თელაველებს შანსიც არ დაუტოვეს, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს. თელაველებს 13 ქულა
ჯუმბერ ყვარელაშვილმა შესძინა, ხოლო აკადემია 1-ს 13 ქულით გიორგი ქართველიშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა
გოდერძი ფაციამ, რომლის ანგარიშზე 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა.
,,ჰიუნდაისა“
და ,,ნიკეას“ დაპირისპირება ,,ჰიუნდაის“ მოგებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს ანგარიშით 96:56 სძლია. საწყისს ათწუთეულში მოპოვებული
უპირატესობა (25:10) ჰიუნდაიმ შეხვედრის ბოლომდე
კიდევ უფრო გაზარდა და მატჩში სულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ,,ნიკეას“
რიგებში თავი ვოვა ბულიგინმა გამოიჩინა, რომელმაც 19 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი
შეასრულა, ხოლო ,,ჰიუნდაის“ 29 ქულით სანდრო
ბოლქვაძემ ულიდერა.
შეგახსენებთ,
რომ დღეს აკადემიის დარბაზში 18-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.
16:00 საათზე ერთმანეთს ,,ავერსი“ – თსსუ შეხვდებიან, ხოლო 18:00 საათზე ,,სოხუმი“
– ნაკრები97-ის დაპირისპირება შედგება.