სტატისტიკა გალერეა
გუშინ დაწყებული 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი
დღეს ერთი მატჩით გაგრძელდა. რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასულმა „ჰიუნდაიმ“
დიდი ძალისხმევა დააჭირვა მეშვიდეზე გასული „სოხუმის“ ძლევას.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 67:67 დასრულდა, ხოლო დამატებითი
5-წუთეული ჰიუნდაელებმა 2 ქულის სხვაობით – 7:5 მოიგეს და საბოლოოდ 70:68 გაიმარჯვეს.
ჰიუნდაელებს 20 ქულითა და 13 მოხსნით ლევან თავხელიძემ ულიდერა. 17 ქულა გიორგი ჯაფარიძის
ანგარიშზეა, ხოლო გივი გოგიტაშვილმა 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთაგან
18 ქულით ბორის თორთლაძე გამოირჩა, 17 ქულა ანდრო ანთელიძემ მოაგროვა, ხოლო ვალერი
ჩხიტუნიძემ 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
„ჰიუნდაი“ ნახევარფინალში „გორსა“ და „ქუთაისს“ შორის
გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა 9 ივნისს, გორში, 17:30 საათზე გაიმართება.