Playoff18-წლამდელთა
ჩემპიონატის ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. ,,მართვე-165-ე სკოლამ’’ დღეს
მე-3 გადამწყვეტ შეხვედრაში ,,მაქაბი’’ 82:62 დაამარცხა და ნახევარფინალში ,,რუსთავს’’ შეუწყვილდა,
,,აკადემიამ’’ კი დაძაბულ ბრძოლაში ,,ჰიუნდაის’’ 65:60 ძლია, სერია 2:1 მოიგო და ნახევარფინალის
საგზური მოიპოვა, სადაც ,,შსს აკადემიას’’ დაუპირისპირდება.
გაგაცნობთ დღევანდელი
თამაშების ანგარიშებს და საუკეთესო მოთამაშეებს.
მართვე-165-ე სკოლა – მაქაბი 82:62
მართვე-165-ე
სკოლა: ლევან ფაღავა
– 25ქულა, 7პასი; დავით ლომიძე – 16ქულა, 16მოხსნა; სოსო გოგნაძე – 13ქულა, 13მოხსნა.
მაქაბი:
მაიზერ რევაზაშვილი – 31ქულა, 16მოხსნა; გიორგი ადეიშვილი – 12ქულა, 7მოხსნა; რეზო
მაღლაფერიძე – 10ქულა.
ჰიუნდაი – აკადემია 60:65
ჰიუნდაი:
ლუკა ბულიავა -20ქულა, 11მოხსნა; ლუკა ზაქრაძე – 20ქულა; ნიკოლოზ ლომიძე – 13ქულა;
აკადემია:
ლუკა გიორგაძე – 17ქულა, 14მოხსნა; ლუკა ბულაშვილი – 17ქულა; გიორგი ცხოვრებოვი –
10ქულა.