სტატისტიკა
გალერეა
18-წლამდელთა
ნახევარფინალები დღეს საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო. სერიის პირველი შეხვედრა მართვე-165-ე
სკოლამ და რუსთავმა გამართეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა, თუმცა მეორე
ტაიმიდან ,,მართვე 165-ე სკოლამ’’ მცირე უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ბოლო პეიოდშიც
შეინარჩუნა და საბოლოოდ, გამარჯვებასაც მიაღწია – 74:62. სერიაში ანგარიში 1:0 გახდა, ნახევარფინალური სერია
3 მოგებამდე გრძელდება. ეს გუნდები საპასუხო მატჩს ხვალ, აკადემიის დარბაზში 15:00
საათზე გამართავენ, 13:00 საათზე კი მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრა შედგება
– ,,შსს აკადემია’’ ,,აკადემიას’’ დაუპირისპირდება.
მართვე-165-ე სკოლა – რუსთავი
74:62
მართვე –
165-ე სკოლა: დავით ლომიძე
– 31ქულა, 13მოხსნა; გიორგი რეხვიაშვილი – 11ქულა; ლევან ფაღავა – 10ქულა;
რუსთავი:
დიმიტრი ჩიჩუა – 20ქულა; ნუგზარ ტაბაღუა – 15ქულა; დავით ბარამიძე – 14ქულა, 9მოხსნა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის’’ მთავარი მწვრთნელი): ნამდვილად
რთული თამაში იყო, ბოლოს ჩვენ უფრო ვიმარჯვეთ, ჩაგდების პროცენტი უკეთესი გვქონდა და
ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
ოთახ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
სამწუხაროდ, არ წაგვივიდა თამაში, პერიმეტრიდან ძალიან ცუდად ვესროდით და შეცდომებიც
დავუშვით. ხვალ გოგობერიშვილი და ტურძელაძე დაგვემატებიან და იმედია, საბოლოოდ, სერია
ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.