,,მართვე 165-ე სკოლა” პირველი ფინალისტია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,მართვე 165-ე სკოლა” პირველი ფინალისტია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა
გალერეა

18-წლამდელთა
ჩემპიონატის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ,,მართვე 165-ე სკოლამ’’ მე-5, გადამწყვეტ
შეხვედრაში ,,რუსთავის’’ გუნდი 66:63 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ბოლო მატჩი ისეთივე
საინტერესო და დაძაბული გამოდგა, როგორიც მთლიანად ნახევარფინალური სერია. მთელი თამაში
თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და უპირატესობის მოპოვებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა.
მატჩის დასრულებამდე 1,12 წუთით ადრე სტუმრები 3 ქულას იგებდნენ, თუმცა რატი ლომიძის
2-ქულიანმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 61:62.  შემდეგ კი რეხვიაშვილმა თავის გუნდი 64:62 დააწინაურა.
რუსთავი ბევრს ეცადა და საჯარიმოებით სხვაობა კიდევ ერთხელ შემცირდა 1-ქულამდე, თუმცა
ისევ რატი ლომიძის საჯარიმოების წყალობით ,,მართვე-165-ე სკოლა’’ თამაშის დამთავრებამდე
7 წუთით ადრე 3 ქულით გალიდერდა. გიგი გოგობერიშვილის 3-ქულიანი 1 წამით ადრე არაზუსტი
გამოდგა და მასპინძლებიც ფინალში გავიდნენ.

გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო დავით ლომიძე იყო 15 ქულით, რატი ლომიძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა,
ლევან ფაღავამ გუნდს 12 ქულა მიაშველა, სოსო გოგნაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა
– 9ქულა, 13 მოხსნა.

,,რუსთავს’’
22 ქულით გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა, დავით ბარამიძეს 12 ქულა ჰქონდა, გიორგი ტურძელაძემ
კი 14 ქულა-17 მოხსნით მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი მიითვალა.

ფინალში ,,მართვე
165-ე სკოლის’’ მეტოქე ,,შსს აკადემიასა’’ და ,,აკადემიის’’ გუნდებს შორის გამარჯვებული
იქნება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის’’ მთავარი მწვრთნელი):
ნამდვილად ურთულესი თამაში იყო, ალბათ ფსიქოლოგიურად ოდნავ უკეთ ვიყავით მომზადებულები
და იღბალიც დაგვეხმარა. ლომიძე ისევ ტრავმირებული იყო, თუმცა თავის საქმე გააკეთა და
ძირითადი გარდატეხა შეიტანა თამაშში. მოხარულები ვართ, რომ ფინალში გავედით.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მოწინააღმდეგემ  დიდი ბრძოლისუნარიანობა და მტკიცე ხასიათი გამოავლინა,
ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, რისთვისაც დავისაჯეთ კიდეც. როგორც კი წინ გავიდოდით,
მაშინვე გარდატეხა შეჰქონდა მეტოქეს თამაშში. ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.