18-წლამდელთა “ბ” ლიგის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა “მართვე”. რატი ლომიძისა და ხათუნა გაბედავას გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 82:78 დაამარცხა დიტო ვაჭარაძის “ორბი”. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, რომელიც უფრო მობილიზებულად მართველებმა ჩაატარეს და დამსახურებულ გამარჯვებას დაეპატრონნენ.
შეგახსენებთ, რომ “ბ” ლიგების გათამაშების ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.18-წლამდელთა “ბ” ლიგაში გასარჯვევი მხოლოდ ჩემპიონისა და ვერცხლის პრიზიორის ვინაობა გახდა. ფინალურ სერიაში “”დინამო 1” და თსუ ხვდებიან. მატჩი დღეს, მოგვიანებით დასრულდება.
მე-3 ადგილზე გასული მართველები მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და კახა ნუცუბიძემ დააჯილდოვეს.