მეორე ჯგუფი დალაგდა, პირველი – ჯერ არა

მეორე ჯგუფი დალაგდა, პირველი – ჯერ არა

16–წლამდელთა ნაკრებს
შანსი ჰქონდა, „აკადემიის“ დამარცხებით ჯგუფში მეორე ადგილისკენ ნაბიჯი გადაედგა,
თუმცა ეს ვერ მოახერხა და მესამე ადგილს დასჯერდა. ნაკრებმა რეგულარული ჩემპიონატი
დაასრულა.

ნაკრებს „აკადემიიდან“ რამდენიმე მოთამაშე ჰყავს და ამ მატჩში 4
მათგანმა ითამაშა საკუთარი კლუბის წინააღმდეგ – ლევან ცხაკაიამ, ლერი
კვანტალიანმა, ბექა ნადირაძემ და დავით ხეთაგურმა. მიუხედავად ამისა, „აკადემიას“
არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება და საბოლოოდ 22 ქულით იმარჯვა. მატჩის
ბომბარდირი გახდა მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 7 პასი მიითვალა.

მეორე ჯგუფში ამ შედეგის შემგდეგ ყველაფერი გაირკვა. „აკადემიამ“ გინდ
წააგოს ბოლო მატჩი, გინდ მოიგოს, მაინც მეორე აგილზე ინაცვლებს, ხოლო ნაკრები
მესამეზე ამთავრებს რეგულარულ ჩემპიონატს. შესაბამისად, პირველი და მეოთხე
ადგილების მფლობელებიც ცნობილნი არიან: „ქუთაისი“ და „სოხუმი“.

მეორე მატჩის შედეგს „მართვესთვის“ მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა.
ხათუნა გაბედავას გუნდისთვის ეს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი იყო და რომც
წაეგო, ვერც ერთი გუნდი ვერ ეწეოდა. ამის გამოო, ვერ ვიტყვით, თუმც მართველებმა დინამოელებთან
წააგეს და მიუხედავად ამისა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

გამარჯვებულთაგან ლუკა მინაშვილმა 28 ქულა მიითვალა, მისმა
თანაგუნდელმა ირაკლი ალხანაიძემ კი 24 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

მეორე–მესამე ადგილებისთვის „დინამო“ და „ჰიუნდაი“ იბრძვიან, თუმცა
მეორე ადგილთან უფრო ახლოს „ჰიუნდაია“, რომელსაც ორიდან 1 გამარჯვებაც ჰყოფნის.