მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი დღს გამოცდებით დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი დღს გამოცდებით დასრულდა

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი დასრულდა. პირველი ეტაპი თავის მხრივ 4 ნაწილად ჩატარდა. პროექტი გასული წლის მაისში თბილისში დაიწყო, ზაფხულში ქუთაისსა და ბათუმში გაგრძელდა და დღეს, თბილისში დასრულდა.

დღეს გამართული პირველი ეტაპის დასკვნითი ნაწილი იმ მწვრთნელებისთვის იყო, ვინც გასულ ჯერზე ვერ მოახერხა მასში მონაწილეობის მიღება. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპი განკუთვნილია მინი კალათბურთსა და 14-წლამდელთა სექციებში მომუშავე მწვრთნელებისთვის. წელიწადნახევარში თუკი აღნიშნული პროგრამა არ ექნებათ გავლილი, მწვრთნელებს უფლება არ ექნებათ გუნდები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში გამოიყვანონ.
პირველი ეტაპის დასკვნითი გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 30-მა მწვრთნელმა მიიღო. მწვრთნელებმა, რომლებმაც დღევანდელი ტესტირება და პრაქტიკული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, მიიღებენ პირველი ეტაპის ლიცენზიას.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც 14-18 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობას ეხება, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.