მორიგი ტურის
შეხვედრები გაიმართა ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე. თბილისის ,,თბილისმა” ,,რუსთავს” უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშით
61:90 დამარცხდა.
თბილისელთა მხრიდან ორმაგი დუბლის ავტორი ერთბაშად ორი კალათბურთელი
გახდა: ვაკა ბიჭაშვილი 23 ქულითა და 12 მოხსნით და თენგო ხუციშვილი 11 ქულითა და
12 მოხსნით. რუსთაველთა შემადგენლობიდან კი ორმაგი დუბლი – 26 ქულა და 10 მოხსნა ზაზა
გაგნიძის ანგარიშზეა. დღის მეორე შეხვედრაში ,,ნაკრები95-მა” ,,ორბი” 72:68 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებში 26 ქულით საუკეთესო
ნუგზარ აბულაძე გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი ნიკა ცქიტიშვილმა მიითვალა – 10 ქულა,
13 მოხსნა. ,,ორბის” მხრიდან კი ორმაგი
დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა
შეასრულა – საბა ლობჟანიძემ(26ქ.18მ), ლევან ლოლიშვილმა(14ქ.15მ) და ილია დიდებულიძემ(11ქ.12მ).