ნაკრებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

ნაკრებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა

 დღეს თბილისის
სპორტის სასახლემ 18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს ნაკრები
97 და ქუთაისი დაუპირისპირდნენ.

 ნაკრების მოთამაშეებმა პირველი პერიოდი მოიგეს
25:23. ,,ქუთაისმა“ მეორე მეოთხედში მობილიზება შეძლო და პირველი ტაიმი 46:42 მოიგო.
დაძაბული თამაში გაგრძელდა მეორე ნახევარში. გია კაზანჯიანის შეგირდებმა მესამე მეოთხედი
25:11 თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს, მიუხედავად ბოლო მეოთხედში მარცხისა (14:15)
ნაკრებმა მატჩი მოიგო 81:72.

მატჩის გამორჩეული
მოთამაშეები:

ნაკრები 97-
ვილი ისიანი 17 ქულა, 11 მოხსნა; დათო ლომიძე 17 ქულა, 6 მოხსნა.

ქუთაისი-
უჩა გამრეკლიძე 19 ქულა, 11 მოხსნა; გუჯა ბირკაია 23 ქულა, 9 მოხსნა.