ქუთაისში დასრულდა
18-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის
დასკვნითი შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ თსსუ-ს უმასპინძლა და
მეტოქე 133:66 გაანადგურა.
აღსანიშნავია,
რომ მიმდინარე ჩემპიონატში 133 ქულით ,,ქუთაისმა“ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც
მანამდე 122 ქულას შეადგენდა. მასპინძლებბა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს ,,მედიკოსები“
და იოლი გამარჯვება მიითვალეს. თსსუ-ს შემადგენლობაში
32 ქულით თავი გიორგი რაზმაძემ გამოიჩინა, ხოლო ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ლევან გრძელიძე
გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. სამმაგი დუბლი შეასრულა უჩა გამრეკლიძემ, რომელმაც 19 ქულა, 15 მოხსნა და 11 ბლოკშოტი მიითვალა,
ხოლო ზეზვა ლილუაშვილი10 ქულითა და 16 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა თემურ ფხაკაძეს,
რომლის მონაგარი 19 ქულასა და 9 მოხსნას შეადგენს.
შეგახსენებთ,
რომ დღეს 18-წლამდელთა კიდევ ერთი მატჩი რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“
,,თბილისის კარდინალები“ 96:73 დაამარცხა.
რუსთავი – თბილისის კარდინალები 96:73 (მატჩის მიმოხილვა)