ქუთაისმა აკადემია 2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

ქუთაისმა აკადემია 2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

18-წლამდელთა პლეიოფის მორიგ მატჩში ,,ქუთაისი“ საკუთარ
მოედანზე აკადემია 2-ს დაუპირისპირდა.  შეხვედრა ,,ქუთაისის“
 გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე 90:79 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დაძაბულად წარიმართა მატჩის პირველი ნახევარი, სადაც
ქუთაისელებმა 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და 47:42 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედი
აკადემიამ საკმაოდ მობილიზებულად დაიწყო და პერიოდის მე-4 წუთზე  ანგარიში გაათანაბრა –  49:49, თუმცა მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა შეძლეს
თამაშზე კონცენტრაცია და წინ გასვლა კვლავაც მოახერხეს – 63:59. დასკვნით, გადამწყვეტ
მეოთხედში აკადემიელები მდევრის როლში აღმოჩნდნენ, რომლებიც საბოლოოდ ვეღარ დაეწივნენ
მეტოქეს და პლეიოფს ნაადრევად გამოეთიშნენ.  

 ქუთაისელებს
32 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა
შეასრულა. ზეზვა ლილუაშვილმა 13 ქულა და 12 პასი მიითვალა, თემურ ფხაკაძემ – 14 ქულა
და 11 მოხსნა, ხოლო უჩა გამრეკლიძის ანგარიშზე 13 ქულა და 12 მოხსნაა. აკადემიის მხრიდამ
ორმაგი დუბლით გამოირჩა გეგი ბაქრაძე, რომეელმაც 23 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა პლეიოფის კიდევ ერთი
 მატჩი რუსთავში 1 აპრილს  გაიმართება, სადაც ადგილობრივი ,,რუსთავი“ და ,,მარნეული“
ნახევარფინალური საგზურისთვის იბრძოლებენ. შეხვედრა  14:00 საათზე დაიწყება.