რუსთაველებმა მართვე 3 დაამარცხეს

რუსთაველებმა მართვე 3 დაამარცხეს

რუსთავში დასრულდა
18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი  შეხვედრა,
სადაც ადგილობრივმა რუსთავი 2-მა მართვე 3-ს უმასპინძლა და მეტოქე 129:25 დაამარცხა.

  გამარჯვებულთა
რიგებში თავი დავით ბარამიძემ გამოიჩინა, რომელმაც 28 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი
დუბლი შეასრულა.  ორმაგი დუბლის ავტორი გახდა
ნუგზარ ტაბაღუა, რომლის მონაგარიც 13 ქულასა და 11 შედეგიან გადაცემას შეადგენს.
,,ქვემოქართლელთაგან“ 10-ქულიანი ზღვარი დიმიტრი ჩიჩუამ (18 ქულა) და არჩილ ღვალაძემ
(15 ქულა) გადალახეს, 10-10 ქულა კი  გიორგი
ბაქრაძემ და დიმიტრი მეტრეველმა მიითვალეს.

 რაც შეეხება მართვე 3-ის გუნდს, მის შემადგენლობაში
ყველაზე მეტი 11 ქულა გიგა ხუჭუას ანგარიშზეა.