რუსთაველთა დერბი

რუსთაველთა დერბი

   18-წლამდელებში
მორიგი თამაში რუსთავში, ადგილობრივ გუნდებს შორის შედგა. ,,რუსთავი 1“-სა და ,,რუსთავი 2“-ის დაპირისპირებაში
ფავორიტი პირველი გუნდი გახლდათ. 

მათ საწყისი წუთებიდანვე უპირატესობა მოიპოვეს და
მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, გარდა მესამე პერიოდისა სადაც 2 ქულით დათმეს.

საბოლოო ანაგარიში ,,ქვემოქართლელთა“ პირველი გუნდის
სასარგებლოდ 87:67 დასრულდა.

 გამარჯვებულთა
მხრიდან 30 ქულითა და 14 მოხსნით შოთა ნარჩომაშვილი გამოირჩა, 20 ქულა კი თორნიკე ხატიშვილის
ანგარიშზეა.

 რუსთავი 2-ის
რიგებში 20 ქულა და 15 მოხსნა დათო ბარამიძეს ეკუთვნის, 18 ქულით კი თავი ნუგზარ ტაბაღუამ
გამოიჩინა.