რუსთავი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი დღეს რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა რუსთავმა მართვეს უმასპინძლა და მეტოქე 72:59 დაამარცხა, რის შედაგადაც სერიაში 2:1 დაწინაურდა. 

გაგაცნობთ გამოღცეულ მოთამაშეთა მონაგარს და მატჩისშემდგომ გაკეთებულ კომენტარებს:

რუსთავი – მართვე 165-ე სკოლა  72:59

რუსთავი: გიორგი ტურძელაძე – 32 ქულა, 12 მოხსნა, დიმიტრი ჩიჩუა – 12 ქულა, დავით ბარამიძე – 12 ქულა
მართვე 165-ე სკოლა: სოსო გოგნაძე – 13 ქულა, 16 მოხსნა, ლევან ფაღავა – 11 ქულა

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს დანაკლისი ჰქონდა და ლიდერის, დავით ლომიძის გარეშე თამაშობდა,  მაინც გუნდურად იასპარეზა და ამოსუნთქვის საშუალება არ მოგვცა. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა და მოხარულნი ვართ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაშები გადაბმულად გაქვს და კარგი იქნებოდა ცოტა დასვენების საშუალება გვქონოდა, რადგან ორივე გუნდს გვეტყობა დაღლილობა. ხვალ პრინციპული თამაში გველოდება და ვნახოთ როგორ გადაწყდება მატჩის ბედი. იმედი გვაქვს ფინალში აუცილებლად ვიასპარეზებთ. 

ხათუნა გაბედავა (“მართვეს” მთავარი მწვრთნელი): წავაგეთ, მაგრამ ვფიქრობ ცუდად არ გვითამაშია. დავით ლომიძის გარეშე თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდგომ ბიჭებმა გამოასწორეს თამაში და კარგად იასპარეზეს. მოგეხსენებათ, ლომიძემ წინა  მატჩში წელის ტრავმა მიიღო და ჯერ არვიცით შეძლებს თუ არა ხვალ თამაშს, მაგრამ მიუხედავად  ყველაფრისა, ჩვენი ბიჭები შემართებით არიან განწყობილნი და მაქსიმუმს გააკეთებენ გამარჯვების მოსაპოვებლად.