18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგიტურის მატჩი გაიმართა
რუსთავში, სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ შინ აკადემია2 მიიღო და მეტოქე 78:60 დაამარცხა.
შეხვედრის საწყის ათწუთეულიშივე მოპივებული უპირატესობა ,,ქვემოქართლელებმა“ მატჩის
მეორე პერიოდში კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებისთვის სოლიდური ანგარიშით დაწინაურდნენ
– 44:29. მესამე მეოთხედი კვლავ მასპინძელთა სასარგებლოდ წარიმართა, აკადემიელებმა
კი ვერც დასკვნით მეოთხედში მოახერხეს მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა
და მარცხი განიცადეს. ,,რუსთავის“ შემადგენლობაში 29 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი
იყო, ხოლო 12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ოქროჭელიძემ გაიფორმა. აკადემია
2-ის მხრიდან გამოირჩა ნიკა ბაქრაძე, რომელმაც საკუთარ გუნდს 12 ქულა შესძინა.
არ შედგა ,,ბათუმისა“
და ,,თბილისის კარდინალების“ დაპირისპირება. ,,კარდინალი“ მატჩზე არ გამოცხადდა და
შესაბამისად ,,ზღვისპირელებს“ ტექნიკური მოგება
– 20:0 ჩაეთვალათ.