რუსთავში დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი
ტურის მატჩი ადგილობრივ ,,რუსთავსა“ და ,,თბილისის კარდინალებს“ შორის, სადაც მასპინძლებმა
96:73 სძლიეს მეტოქეს.
შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,რუსთავის“ სასარგებლოდ წარიმართა,
რომელიც პერიოდის მიწურულს წინ 24:17 გავიდა, თუმცა მეორე პერიოდში კარდინალი აქტიურად
ათამაშდა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა – 42:43. საინტერესო აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, სადაც ,,კარდინალი“
ქვემოქართლელებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა რუსთაველებმა მეტოქეს წინ გასვლის
საშუალებას არ მისცეს და აღნიშნული პერიოდის დასასრულს თავიაანთ სასარგებლოდ 64:61
დააფიქსირეს. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა პრაქტიკულად მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს
და საბოლოოდ გატეხეს. ,,თბილისის კარდინალის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი
ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ვახტანგ ელისაბედაშვილმა 11 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა,
ხოლო გურამ კენჭიაშვილმა – 22 ქულა და 11 მოხსნა.
,,რუსთავის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 27 ქულა გიორგი დვალიმ მიითვალა,
ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ოქროჭელიძისა და ლევან ურიდიას ანგარიშზეა. ოქროჭელიძემ 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვაა, ხოლო ურიდიამ თავის
აქტივში 10 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა.