საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც 25 ივლისიდან ქალაქი პიტეშტი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს. ტურნირში მთლიანობაში 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნიკა ცინცაძე წვრთნის და მას ასისტენტობას საბა ჯაყელი და ლევან ტყეშელაშვილი უწევენ, B ჯგუფშია დანიასთან, უკრაინასთან, პორტუგალიასთან, აზერბაიჯანთან და მასპინძელ რუმინეთთან ერთად. ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას ტურნირის საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებს, რადგან სწორედ 3 საუკეთესოს ერგება A დივიზიონის საგზური.
18-წლამდელთა ნაკრებში ის თაობა თამაშობს, რომელმაც 2 წლის წინ, რუმინეთში გამართულ B დივიზიონში იყოჩაღა – A დივიზიონში გადავიდა და მათმა ნაწილმა, მომდევნო, ანუ გასულ წელს ქვედა ასაკიდან ამოსულ მოთამაშეებთან ერთად ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. წლეულს ეს ბიჭები თითქმის სრულად 18-წლამდელებში ასპარეზობენ და ევროპის B დივიზიონში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, გუნდს ვერ ეხმარება ავთანდილ ბახტაძე, რომელმაც 20-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ტრავმა მიიღო.
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა და თამაშების კალენდარი ასე გამოიყურება:
