დღეს 1 მატჩით დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. ზაზა ფაჩულიას აკადემიის მეორე გუნდმა – “ზაზა 2”-მა “აფხაზეთს” საკმაოდ იოლად – 98:56 (სტატისტიკა) სძლია.
გამარჯვებულებს 20 ქულით და 12 მოხსნით ანზორ ნადირაძემ ულიდერა. 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ილია ხუციშვილმა, დაჩი ქავთარაძის ანგარიშზე კი 12 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. “აფხაზეთში” 27 ქულით საუკეთესო იყო ვალერი შურღაია, ხოლო ვალერი ჩხიტუნიძემ 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილე 12 გუნდი 2 ქვეჯგუფშია განაწილებული. 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუეკთესო პლეი ოფში გავა და მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. პლეი ოფში ვერგასული გუნდები ჩემპიონატის 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.
ჩემპიონატის მორიგი მატჩები 21 იანვარს, ოლიმპიურ სასახლესი გაიმართება:
დინამო – თელავი 16:15
ვინგსი – აკადემია 18:00
ორბი – ზაზა 19:45
18-წლამდელთა ჩემპიონატის სრული კალენდარი: http://gbf.ge/league/u18/schedule