საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო. არსებული კონკურენციის პირობებში, “ა” დივიზიონად წოდებულ უმაღლეს ლიგაში გუნდები ადგილების მოსაპოვებლად იბრძვიან. უმაღლესში 14 ადგილია, საიდანაც 6 რეგიონებმა კვოტირებით შეავსეს, ხოლო დარჩენილი 8 ადგილისთვის 25 გუნდი იბრძვის.
დღეს დაიწყო ჯგუფური ეტაპი. წილისყრის შედეგად შეიქმნა 7 სამგუნდიანი და 1 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ერთი წრის თავზე თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა. გამოვლენილი 16 გუნდი ერთ საპლეიოფო რაუნდს ჩაატარებს და გამოავლენს 8 გუნდს, რომლებიც “ა” დივიზიონს შეავსებენ, ხოლო დარჩენილები “ბ” დივიზიონში იასპარეზებენ.
ოლიმპიურ სასახლეში დღეს 5 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული ქარისა და ვინგსი 2-ის დაპირისპირება გამოდგა. საბოლოოდ 68:63 ვინგსმა იმარჯვა, სხვა მატჩებში კი დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს ორბი 2-მა, ბი-თი-ბიმ და ოვერტაიმის 1-მა და მე-2 გუნდებმა.
18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი 5 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.