ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართელოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი მე-9 ადგილისთვის. ერთმანეთს პლეი ოფში ვერგასული გუნდები შეხვდნენ, რომლებიც ჯგუფებში პარალელურ – მე-5 ადგილებზე გავიდნენ. ესენი გახლდნენ “აფხაზეთი” და “თელავი”. მატჩი თელაველთა უპირატესობით და მათი გამარჯვებით – 95:85 დასრულდა.
შესაბამისად, “თელავმა” ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო “აფხაზეთმა” – მე-10. თლაველთაგან საუკეთესო იყო ლაშა დაღელიშვილი, რომელმაც 45 ქულა მოაგროვა. 22 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა ალექსანდრე ძამუნაშვილი. “აფხაზეთში 31 ქულითა და 15 მოხსნით გამოირჩა ირანელი კალათბურთელი – მიაზდან ბარანდოუსი. 20 ქულა და 14 მოხსნა ვალერი ჩხუტუნიძის ანგარიშზეა. 20 ქულა ვალერი შურღაიამ მიითვალა.
კიდევ 1 საკვალიფიკაციო მატჩი, მე-11 ადგილისთის ხვალ, 10 აპრილს გაიმართბა და ერთმანეთს თსსუ და “მართვე” დაუპირსპირდებიან.