საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. სამწუხაროდ, ბოლო მატჩი 21-ე ადგილისთვის იყო და ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სწორედ 21-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოს მეტოქე გახლდათ დანიის ნაკრები. ქართველებმა სკანდინავიელებს 16 ქულით – 80:64 სძლიეს. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ლაშა მიქელაძემ, რომელმაც 11ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 13 ქულა და 10 პასი მოაგროვა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო დავით კაკუშაძემ 13 ქულა, 9 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა.
ცნობისთვის, ტურნირზე მე-19 ადგილი ლუქსემბურგმა დაიკავა. მე-20-ზე გავიდა აზერბაიჯანი საქართველოს 21-ე ადგილი ერგო, დანიას – 22-ე, ხოლო 23-24 ადგილები შესაბამისად რუმინეთმა და ალბანეთმა გაიყვეს.
B დივიზიონის ფინალში სლოვენია და ჰოლანდია შეხვდებიან, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში ჩვენი ჯგუფის წევრები – ბელგია და ესტონეთი შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბელგიამ 73:67 იმარჯვა და A დივიზიონის საგზური მოიგოვა.
დანია – საქართველო
სტატისტიკა: 64:80