საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-8 ადგილზე დაასრულა. მეოთხედფინალში პოლონეთთან დამარცხების შემდეგ თემურ კანკიას გასვრთნილმა გუნდმა ორივე შეხვედრა წააგო და 5-8 ადგილებისთვის გამართული საკვალიფიკაციო რაუნდი მე-8 ადგილზე დაასრულა.
მე-7 ადგილისთვის მატჩში საქართველოს მეტოქე გახლდათ შვედეთი. ჩვენს გუნდში არ უთამაშიათ დაჩი ქავთარაძეს და რატი ანდრონიკაშვილს, ხოლო საბა გიგიბერია მოედანზე ტრავმის გამო არ გავიდა. პირველი პერიოდი შვედებმა 24:16 მოიგეს, რის შემდეგაც პრობლემები აღარ შექმნიათ და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 91:65.
ევროპის B დივიზიონის დასკვნით მატჩში ალექსანდრე მერკვილაძე გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ვლადიმერ თავაქარაშვილმა.
ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 24 გუნდიდან მე-8 ადგილზე დაასრულა ტურნირი და მომავალ წელსაც ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს.
საქართველო – შვედეთი
სტატისტიკა: 65:91