საქართველოს U18 ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო და მე-7 ადგილისთვის შვედეთს შეხვდება

საქართველოს U18 ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო და მე-7 ადგილისთვის შვედეთს შეხვდება

მას შემდეგ, რაც მეოთხედფინალში ჩეხეთთან წააგო, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ კანკიასა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე პორტუგალია გახლდათ, რომელმაც მეოთხედფინალში ჩეხეთთან წააგო. 

საქართველოსა და პორტუგალიის დაძაბული მატჩი ქართველების მარცხით დასრულდა. პირველი ნახევრის შემდეგ პორტუგალიელები მხოლოდ 1 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა მესამე პერიოდში უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს. საბოლოოდ პორტუგალიამ 73:62 იმარჯვა და მე-5 ადგილისთვის მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველო კი მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში შვედეთს შეხვდება, რომელმაც თავისი საკვალიფიკაციო მატჩი ესტონეთთან დათმო.

პორტუგალისთან მატჩში 17 ქულით, 8 მოხსნით და 3 პასით რატი ანდრონიკაშვილი გამოირჩა. 13 ქულა ჰქონდა ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, ხოლო ლაშა მიქელაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. 

პორტუგალია – საქართველო
სტატისტიკა: 73:62