,,შსს აკადემია” ფინალში ,,აკადემიას” შეუწყვილდა

,,შსს აკადემია” ფინალში ,,აკადემიას” შეუწყვილდა

სტატისტიკა 18-წლამდელთა ჩემპიონატის
ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ,,აკადემიას’’, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში
2:0 დაამარცხა რუსთავი, ,,შსს აკადემია’’ შეუწყვილდა.

აკადემიელებმა
დღეს ,,ჰიუნდაის’’ სერიის მე-3, გადამწყვეტი თამაში 11 ქულის სხვაობით – 73:62 მოუგეს.
პირველ ნახევარფინალურ სერიაში ,,ჰიუნდაიმ’’ 52:43 იმარჯვა, საპასუხო მატჩი ,,შსს აკადემიამ’’
63:52 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

დღევანდელ
გადამწყვეტ მატჩში, რომელსაც საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა, კვლავ შსს-მ
იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა.

შეხვედრის
პირველი პერიოდი თანაბარი გამოდგა, მეორე პერიოდში კი ,,ჰიუნდაელებმა’’ 8-ქულიანი უპირატესობა
მოიპოვა. ,,შსს აკადემიამ’’ ჩამორჩენის შემცირება მესამე მეოთხედში მოახერხა, მეოთხე
პერიოდში კი ლიდერობასაც დაეუფლა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

გამარჯვებულებს
22 ქულით და 8 მოხსნით ვასილ კუტალაძემ ულიდერა, ბილი ალიევმა ორმაგი დუბლი გაიფორმა
– 14ქულა, 13მოხსნა, ლევან ფაღავას ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

,,ჰიუნდაის’’
რიგებში 16-16 ქულით ნიკა ჭიჭვეიშვილი და ანრი რუხაძე გამოირჩნენ, თორნიკე აბულაძემ
კი 11 ქულა მიითვალა.

,,შსს
აკადემია’’ და ,,აკადემია’’ ერთმანეთს ფინალურ სერიაში დაუპირისპირდებიან, რომელიც
ორ მოგებამდე გრძელდება.

,,ჰიუნდაი’’
და ,,რუსთავი’’ კი მესამე ადგილისთვის ერთ მატჩს ითამაშებენ.