გალერეა
18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის მე-4 შეხვედრას დღეს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. შსს აკადემიამ აკადემია 71:64 დაამარცხა და სერია 2:2 გაათანაბრა.
აკადემია – შსს აკადემია 64:71
აკადემია: დავით აფხაზავა – 14 ქულა, ლუკა ბულაშვილი – 11 ქულა, ლუკა გიორგაძე – 10 ქულა, 11 მოხსნა
შსს აკადემია: ლევან გოგალაძე – 21 ქულა, სოსო ტურაშვილი – 19 ქულა, ლევან ბაბილოძე – 15 ქულა, ბილი ალიევი – 8 ქულა, 15 მოხსნა, 10 დაფარება
მატჩისშემდგომი კომენტარები
გიორგი ნიკოლაძე
(შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): დარწმუნებული
ვიყავი, რომ ნახევარფინალური სერია მე-5 თამაშამდე მივიდოდა, აკადემია ძალიან კარგი
გუნდია და ორივე ვიმსახურებთ გამარჯვებას, მაგრამ
ყველაფერს გავაკეთებთ რომ ფინალში ჩვენი გუნდი გავიდეს.
ირაკლი ტომარაძე
(აკადემიის მთავარი მწვრთნელი): შსს აკადემიამ დღეს ბრწყინვალე თამაში აჩვენა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
წინ ძალიან რთული და დაძაბული მე-5 თამაში გველოდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ.