შსს აკადემიამ და ჰიუნდაიმ ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს

შსს აკადემიამ და ჰიუნდაიმ ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს

ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზმა 18-წლამდელთა
პლეიოფის ორ მატჩს უმასპინძლა, რომლებმაც ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა.

ნახევარფინალის საგზურისთვის ერთმანეთს ,,სოხუმი“ შსს
აკადემია და ,,აკადემია“ – ,,ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ.

 შსს აკადემიამ
სოხუმელებს 78:68 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გუნდების
გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და  საბოლოოდ
,,სოხუმის“ სასარგებლოდ დასრულდა, რომლებიც ტაიმში მინიმალური სხვაობით, 37:36 დაწინაურდნენ.
 მესამე მეოთხედში შსს აკადემიამ საკმაოდ მობილიზებულად
ჩაატარა და წინ 52:48 გავიდა. დაძაბულობამ პიკს დასკვნით მეოთხედში მიაღწია, რომლის
დასრულებამდე 2:11 წუთით ადრე გუნდებს შორის საყაიმო ანგარიში – 65:65 დაფიქსირდა.
დარჩენილ დროში შსს აკადემიამ ჩინებულად იასპარეზა, მეტოქე 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა
და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. სოხუმის გუნდში 32 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა,
რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნაღა დააკლდა.

 შსს აკადემიას
გუნდში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა: ლევან ლოლიშვილმა 22 ქულა
და 12 მოხსნა დააგროვა, ნუგზარ აბულაძემ 20 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა, ხოლო შოთა
გელაზონიას ანგარიშზე 17 ქულა და 13 მოხსნაა.

 დრამატული გამოდგა
აკადემიისა და ,,ჰიუნდაის“ დაპირისპირება, სადაც ,,ჰიუნდაიმ“ 63:58 იმარჯვა. მატჩის
პირველი ნახევარში ,,ჰიუნდაიმ“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და  წინ 31:17 გავიდა. მესამე მეოთხედში აკადემიელებმა
შეძლეს მეტოქესთვის წინაღმდეგობის გაწევა და პერიოდის  შუწელში   ფრე  – 36:36 დააფიქსირეს. ამის შემდეგ  თამაში ქულა ქულაში წავიდა, სადაც ,,ჰიუნდაიმ“ კვლავ
მოახერხა დაწინაურება  და 44:43 გავიდა წინ.
გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედის დასასრულს ,,ჰიუნდაიმ“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა
– 57:51, ფარჩენილ დროში კი აკადემილებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და პლეიოფს ნაადრევად
გამოეთიშნენ.

,,ჰიუნდაის“ შემდგენლობაში ორმაგი დუბლით 20 ქულითა
და 11 მოხსნით სანდრო ბოლქვაძე გამოირჩა, ხოლო აკადემიელთა მხრიდან ორმაგი დუბლი ბექა
დარახველიძემ შეასრულა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა და 14 მოხსნა შესძინა. 

შსს აკადემია – სოხუმი

აკადემია – ჰიუნდაი