სუპერლიგის მონაწილე გუნდებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სამინისტროში

სუპერლიგის მონაწილე გუნდებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა სამინისტროში

  დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სუპერლიგის მომავალ სეზონში მონაწილე გუნდებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა შედგა.

 ეს რიგით მე-3 შეხვედრა იყო, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.
კლუბების წარმომადგენლებს სუპერლიგის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ზაბახიძესთან ერთად ამჯერად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი, მერაბ რატიშვილი შეხვდნენ. გუნდების მიერ თავდაპირველად წამოჭრილი საკითხების დაახლოებით 90 პროცენტზე მხარეები შეთანხმდნენ. აღნიშნული საკითხები შეეხებოდა ჩემპიონატში ლეგიონერთა ლიმიტს, სეზონის კალენდარს და სხვადასხვა აქტუალურ  თემებს, რომლებზეც აქამდე გამართულ 2 შეხვედრაზე აქტუალური მსჯელობა მიმდინარეობდა.
ყველა შეთანხმებული საკითხი სუპერლიგის 2013-14 წლების სეზონის დებულებაში აისახება, რომელიც სუპერლიგის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცდება და ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.