თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის კენჭისყრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის კენჭისყრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში 18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. დედაქალაქის პირველობასთან ერთად ამ ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის დატვირთვაც აქვს, რადგან თბილისის საუკეთესო 8 გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვიოთარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატში 18 გუნდი  მონაწილეობს. დღევანდელ კენჭისყრაზე გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდა. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. მეოთხედფინალში გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებენ საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურებს.

დღევანდელ კენჭისყრას მონაწილე გუნდების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ხელმძღვანელები და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი ესწრებოდნენ. 

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი სტარტს 1-2 ნოემბერს აიღებს.