დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს უმასპინძლა, რომელთაგან ყველაზე დაძაბული გათამაშების ლიდერის – ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი გუნდის – “ზაზა 1”-სა და “აკადემიის” დაპირისპირება გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. “ზაზა” მთელი თამაში ლიდერობდა, თუმცა აკადემიელებმა ბოლო წუთზე ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ ლიდერმა მაინც იმარჯვა: 75:69.
ზაზას აკადემიის მეორე გუნდმა “ჰიუნდაისთან” 81:99 წააგო, ხოლო “იბერმა “სოხუმს” იოლად (88:60) მოუგო, ისევე როგორც “ორბმა” – “ქუთაისს” (74:60). კიდევ ერთი მატჩი გორში უნდა ჩატარებულიყო, სადაც სათამაშოდ “რუსთავი” ჩავიდა, თუმცა ტაბლოსა და 24 წამის მთვლელი მოწყობილობის გაუმართაობის გამო შეხვედრა არ შედგა. მასპინძელ “გორს” ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა.
18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი 3 შეხვედრა 26 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მატჩების სრული სტატისტიკის სანახავად გადადით ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში