საქართველოს U18 ჩემპიონატის ნახევარფინალში ზაზა 2 და აკადემია გავიდნენ

საქართველოს U18 ჩემპიონატის ნახევარფინალში ზაზა 2 და აკადემია გავიდნენ

დღეს დაიწყო საქართელოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 2 მეოთხედფინალურ მატჩს უმასპინძლა და შესაბამისად, 2 მნახევარფინალისტიც გაირკვა. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმატჩიანი დაპირისპირებაა, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 მატჩისგან შედგება.

პირველ მეოთხედფინალში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის მეორე გუნდი და “იბერი” შეხვდნენ. ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილი “იბერი” პლეი ოფისთვის ესპანეთის “ბასკონიიდან” ჩამოსული ირაკლი სულხანიშვილით კი გაძლიერდა, მაგრამ წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “ზაზას აკადემიამ” “იბერს” დამაჯერებელი სხვაობით – 98:64 (სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე) სძლია და და ნახევარფინალში გავიდა.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო გიორგი მამალაძე, ხოლო ზურაბ ჟღენტის ანგარიშზე 16-16 ქულა-მოხნა დაგროვდა. “იბერში” 24 ქულით ბომბარდირი გახდა პაპუნა კირთაძე, 13 ქულა მოაგროვა ირაკლი სულხანიშვილმა, ხოლო გიორგი ჩხნაშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.

მეორე მეოთხედფინალში ერთმანეთს “აკადემია” და “რუსთავი” შეხვდნენ. მატჩი აკადემიელთა უპირატესობით დაიწყო და დასრულდა. ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსთაველებს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 86:70 დაამარცხა. აკადემიელებს 21 ქულით ოთარ პერტაიამ ულიდერა, 18 ქულა გიორგი კვაჭანტირაძის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო სამმა მოთამაშემ – ნიკა გოგოხიამ, ბექა ბექაურმა და რატი ანდრონიკაშვილმა 11-11 ქულა მიითვალეს.

დარჩნილი 2 მეოთხედფინალის გამართვის თარიღი მალე გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთშ “ზაზა1” – “მართვე” და “ჰიუნდაი” – “ზაზა 3” დაუპირისპირდებიან.