U18: თსუ “ზაზა 3”-თან ბოლო წუთზე დამარცხდა

U18: თსუ “ზაზა 3”-თან ბოლო წუთზე დამარცხდა

დამთავრდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი. “ზაზა 2”-მა ოლიმპიურ სასახლეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 77:71 (სრული სტატისტიკის სანახავათ დაკლიკეთ ანგარიშზე) დაამარცხა. 

მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ზაზას აკადემიის გუნდმა უკანასკნელ მომენტში გატეხა თსუ-ელების წინააღმდეგობა და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით იმარჯვა. გამარჯვებულებს 24 ქულით ლაშა დაღელიშვილმა ულიდერა. 15 ქულა დააგროვა დაჩი ქავთარაძემ, ხოლო მიხეილ ჩადუნელის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულით და 27 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი გოგუა. 22 ქულა და 8 მოხსნა ნიკა ერიაშვილმა მიითვალა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მატჩი “ზაზას აკადემიის” მეორე გუნდსა და “იბერს” შორის. შეხვედრის ლაივ-სტატისტიკის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ამ ბმულზე: http://www.fibalivestats.com/u/GEO/813708/

ზაზა3 – თსუ-ს ფოტოგალერეა