საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდა ზაზას აკადემიის მეორე გუნდი. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სერიის მესამე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში – 70:66 მოუგო “აკადემიას” და საერთო ანგარიშით – 2:1 დაწინაურდა.
მატჩის პირველი ნახევარი უკეთ ჩაატარა თემურ კანკიას გაწვრთნილმა “აკადემიამ”, რომელმაც პირველი ათწუთეული 27:18 მოიგო. მეორე პერიოდიდან ზაზას აკადემიამ თამაში დაალაგა და დაცვაზე და კონტრშეტევებზე ირიენტირების წყალობით დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 38:39.
თამაში თანაბრად გაგრძელდა, ოღონდ ამჯერად უფრო ხშირად ლიდერის ამპლუაში “ზაზა 2” იმყოფებოდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. აკადემიელთა ლიდერ ირაკლი სულხანიშვილს ბოლო წუთზე ორჯერ მიეცა თავისიანთა დაწინაურების შანსი, თუმცა ორივე სამიანი აუცდა და ზაზას აკადემიელებმა გამარჯვება გაიფორმეს.
17 ქულითა და 18 მოხსნით “ზაზა 2”-ს ანზორ ნადირაძემ ულიდერა. 19 ქულა დააგროვა დაჩი ქავთარაძემ, 13 ქულა – ნიკა გაფრინდაშვილმა. “აკადემიაში” 22 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ლაშა მიქელაძე. ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 17 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი დაგროვდა.
ფინალური სერიის მე-5 მატჩო ოლიმპიურ სასხლეში 23 მაისს, 17:45 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “ზაზა 2” იჩემპიონებს, არადა, სერიის სუპერფინალური, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.
ზაზა2 – აკადემია
სტატისტიკა: 70:66