U18 ჩემპიონატში 3 დაუმარცხებელი გუნდია

U18 ჩემპიონატში 3 დაუმარცხებელი გუნდია

18-წლამდელთა ჩემპიონატის დღეს დაგეგმილი მატჩები დასრულდა. წინა ნიუსში გაგაცანით დღის პირველ ნახევარში დაფიქსირებული 3 მატჩის შედეგი, აქ კი შემოგთავაზებთ დარჩენილი 4 მატჩის ანგარიშს, ხოლო სრულ სტატისტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში: 18-წლამდელთა ჩემპიონატის სტატისტიკა/შედეგები

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა მესამე მატჩიც მოიგო. დღეს “ზაზა 2”-მა და “ზაზა 3”-მა ხომ მოიგეს და საღამოს 19:30 საათზე გამართულ შეხვედრაში “ზაზა 1”-მა თსუ 99:58 გაანადგურა.

გამარჯვება მოიპოვა “ჰიუნდაიმ”, რომელმაც დaძაბულ ბრძოლაში 16-წლამდელთა ნაკრებს სძლია – 80:72. “იბერმა” “გორს” 76:61 აჯობა, ხოლო “აკადემიამ” “ქუთაისს” შანსი არ დაუტოვა – 98:69. 

ჩემპიონატში 3 დაუმარცხებელი გუნდია: ზაზას აკადემიის პირველი და მეორე გუნდები და “ჰიუნდაი”. აკადემიელებს 7-7 მატჩი აქვთ მოგებული, ხოლო ჰიუნდაელებს – 6.

18-წლამდელთ ჩემპიონატის მორიგი 5 მატჩი 8 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.