დასრულდა 12-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 8 გუნდი გამოავლინა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
ბოლო ტურამდე პლეი ოფში თამაშის უფლება 4 გუნდს ჰქონდა მოპოვებული – „კარდინალები-ორბს“, „ჰიუნდაის“, „აკადემიას“ და „სოხუმს“. დღეს გამართული მატჩების შემდეგ მეოთხედფინალის მონაწილეები სრულად გამოვლინდა. „დინამომ“ პლეი ოფში გასვლისთვის უშუალო კონკურენტი „ფოთი“ დაამარცხა და პლეი ოფში გააღწია. მეორე საკვანძო მატჩში „მართვემ“ თსუ-ს სძლია.
გუნდები მეოთხედფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ორბი-რუსთავი, ჰიუნდაი-მართვე, სოხუმი-გორი და აკადემია-დინამო. მეოთხედფინალები 53-ე სკოლაში კვირას, 16 ივნისს გაიმართება.
15 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
ფოთი – დინამო 32:37 (3-10, 5-6, 12-7, 12-9, 0-5)
ფოთი: ნ. ფაცია – 16 ქულა
დინამო: ი. სულხანიშვილი – 13 ქულა
ბასტიონი – ჰიუნდაი 28:37 (7-10, 2-11, 10-11, 9-5)
ბასტიონი: ნ. ბროლაძე – 10 ქულა
ჰიუნდაი: დ. ქავთარაძე – 11 ქულა
ოზურგეთი – სოხუმი 16:35 (0-7, 2-10, 8-10, 6-8)
ოზურგეთი: ზ. კოსტავა – 10 ქულა
სოხუმი: ნ. გიორგაძე – 8 ქულა, ი. ჭოჭუა – 8 ქულა, გ. ცეცხლაძე – 7 ქულა
რუსთავი – ხაშური 60:11 (11-2, 22-0, 5-5, 22-4)
რუსთავი: ი. უგულავა – 12 ქულა, ბ. დარჩიაშვილი – 10 ქულა, ლ. პერტაია – 15 ქულა
ხაშური: ლ. პაპიძე – 4 ქულა
გორი – მაკაბი 35:27 (8-5, 0-6, 14-6, 13-10)
გორი: ვ. თავაქარაშვილი – 12 ქულა
მაკაბი: დ. დიხამინჯია – 9 ქულა
AXE- კარდინალები 26:42 (6-11, 1-12, 17-4, 2-15)
AXE: თ. მარკოზია – 10 ქულა
კარდინალები: ნ. ნიკოლაიშვილი – 15 ქულა
თსუ – მართვე 27:46 ( 8-15, 8-16, 8-7, 3-8)
თსუ: ნ. ნოფაძე – 9 ქულა
მართვე: ლ. ხობელია – 15 ქულა, ლ. მიმინოშვილი – 12 ქულა. ლ. ჩარბაძე – 11 ქულა
კაკტუსი – აკადემია – 0-20