14–წლამდელები: “აკადემია” “ტენტორიუმმა” მოაღონიერა

საქართველოს 14–წლამდელთა ჩემპიონატისაბოლოო ცხრილი
 
ნახევარფინალები. პირველი მატჩები
რუსთავი 56:58 ქუთაისი
ზაზა 50:59 აკადემია
 
14–წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიების პირველი მატჩები მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. რეგულარულ ჩემპიონატში I-II ადგილებზე გასულმა გუნდებმა III-IV გუნდებთან წააგეს.
 
რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი
ზაზა             12      11      1        23
რუსთავი     12      10      2        22
ქუთაისი      12      8        4        20
აკადემია     12      6        6        18
მართვე        12      5        7        17
დინამო       12      2        10      14
ფოთი          12      0        12      12  
 
გულშემატკივრებს სიურპრიზი შესთავაზეს „აკადემიის“ გუნდის მოთამაშეებმა, რომლებმაც ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი „ზაზა“ 59:50 დაამარცხეს. საქმე ის გახლავთ, რომ „აკადემია“ რეგულარულში მე–4 ადგილზე გავიდა (6 მოგება, 6 წაგება), ანუ პლეი ოფის ბოლო საგზურს დაეპატრონა, ხოლო „ზაზამ“ 11 მოგებითა და 1 მარცხით პირველობა არავის დაანება. მიუხედავად რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები ასეთი განსხვავებული შედეგებისა, ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში აკადემიელებმა ფავორიტ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და გააზრებული თამაშის წყალობით იმარჯვეს კიდეც.
 
უნდა აღინიშნოს, რომ „აკადემიის“ ეს გუნდი გასულ სეზონში პლეი ოფში ვერ მოხვდა. ის კი არა, რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა, თუმც ახალი სეზონიდან გუნდის ხელმძღვანელობამ სპონსორი მოიძია, რომელიც „აკადემიას“ ფინანსურის გარდა, საკუთარი პროდუქციითაც ეხმარება. ფირმა „ტენტორიუმი“ ფუტკრის რძის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა სახის ვიტამინებს, კოსმეტიკას და ამგვარ გამაკაჟებელ–გამაახალგაზრდავებელ საშუალებებს ამზადებს. „აკადემიის“ მოთამაშები „ტენტორიუმის“ ვიტამინებსაც იყენებენ და ამ ფირმამ კლუბს ფორმებიც შეუძინა და სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინა. შედეგი რომ სახეზეა, ეს ალბათ საკამათო არავისთვისაა.
 
„აკადემიის“ მაგალითზე იმიტომ შევჩერდით, რომ ეს გახლავთ ერთადერთი გუნდი 14–წლამდელთა ჩემპიონატში, რომელმაც სპონსორი მოიზიდა და მისი დახმარებით კლუბის ბრძოლისუნარიანობა და შედეგები გააუმჯობესა. თუკი აკადემიელებს სხვა გუნდებიც მიბაძავენ, ამით ჩემპიონატი და ზოგადად ქართული კალათბურთი მხოლოდ იხეირებს.
 
რაც შეეხება მატჩეს, აკადემიელებმა ის თავიდან ბოლომდე მობილიზებულად წარმართეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მომდევნო მატჩი 13 მაისს გაიმართება და თუკი „აკადემია“ კვლავ იმარჯვებს, ფინალში გავა. თუ არადა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.
 
მეორე ნახვერაფინალურ სერიაშიც დამარცხდა ფავორიტი. რეგულარულში მეორე ადგილზე (10 მოგება, 2 მარცხი) გასულმა „რუსთავმა“ შინ 56:58 წააგო „ქუთაისთან“ (8 მოგება, 4 წაგება). ხვალ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.
 

“აკადემია” წუთშესვენებაზე
 

 

 

აკადემიელები გამარჯვებას ზეიმობენ