14–წლამდელები: “ზაზა” “ქუთაისთან” ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა

14–წლამდელები: “ზაზა” “ქუთაისთან” ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა

გუშინ სპორტის სასახლემ 14–წლამდელთა ფინალური სერიის პირველ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს „ზაზა“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ“. შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ზურაბ სამხარაძის გაწვრთნილი „ზაზა“ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, თუმცა ქუთაისელები არ რჩებოდნენ და ბოლო წუთებამდე არაფერი იყო გარკვეული.
გადამწყვეტ მომენტში თავი გამოიჩინა მთელი მატჩის მანძილზე აქტიურმა „ზაზას“ გამთამაშებელმა იური ხალათიანმა, რომელმაც სამქულიანიც ჩააგდო და 2 გარღვევა შედეგიანად დააგვირგვინა. შედეგად, „ზაზამ“ ამ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა სათავისოდ გაარკვია.
ჩემპიონი გახდება „ზაზა“, თუკი ქუთაისში 27 მაისს დანიშნულ სერიის მეორე მატჩსაც მოიგებს. არადა, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ისევ თბილისში გაიმართება.
 

 

იური ხალათიანი (#15) გონივრულად უძღვებოდა “ზაზას” შეტევებს