14–წლამდელები: “ზაზამ” ფინალი “ქუთაისს” დრამატულად მოუგო

14–წლამდელები: “ზაზამ” ფინალი “ქუთაისს” დრამატულად მოუგო

14–წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალი. მესამე მატჩი. 3 ივნისი
ზაზა 73:71 ქუთაისი
 
დღეს გამოვლინდა 14–წლამდელთა ჩემპიონატის საუკესო გუნდი. ზურაბ სამხარაძის გაწვრთნილმა გუნდმა „ზაზამ“ ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი „ქუთაისს“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 73:71 მოუგო და ჩემპიონი გახდა.
ეს და წინა 2 ფინალური შეხვედრაც ძალიან დაძაბული იყო. პირველი მატჩი, .რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, „ზაზამ“ დამატებით დროში, გაჭირვებით მოიგო. მომდევნო შეხვედრას კი ქუთაისმა უმასპინძლა და იმერლებმა დრამატულ ბრძოლაში, 2 ქულის სხვაობით მოახერხეს გამარჯვება. დღევანდელი, ჩემპიონის გამოსავლენი მატჩი კი თავიდან ბოლომდე ქულა–ქულაში წარიმართა და საბოლოოდ დრამატულ ფინალში დასრულდა.
 
შეხვედრას არც მაყურებელი აკლდა – ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი თითქმის სავსე იყო როგორც თბილისელი, ისე ქუთაისელი ქომაგებით. მატჩმაც გაამართლა – თამაშის ტემპი ერთი წუთითაც არ შენელებულა, ორივე გუნდი უკანმოუხედავად უტევდა.
სტუმრებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგეს, თუმცა დიდი შესვენებისთვის უკვე „ზაზამ“ მოიპოვა ლიდერობა – 41:36. მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა ირაკლი მაცაბერიძის დახმარებით შესძლეს ინიციატივის მოპოვება და პერიოდი 21:13 მოიგეს. შესაბა,მისად, სტუმრები გადამწყვეტ მეოთხედს ლიდერის სტატუსით შეხვდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში თამაში გათანაბრდა და ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა 1 ქულით, ხანაც მეორე.
 
ბოლო წუთზე „ზაზა“ 2 ქულას აგებდა, თუმცა სირენამდე 50–იოდე წამით ადრე სამხარაძის გუნდმა გალიდერება მოახეხა. დიმა ბობილევმა ერთი საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი აუცდა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი გიორგი გუგეშაშვლმა მოხსნა, რომელმაც ორქულიანი მიითვალა და „ზაზა“ ქულით დააწინაურა. ამის შემდეგ გუგეშაშვილმა კიდევ ჩააგდო და საბოლოოდ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ქუთაისელებს, რომლებიც 71:73 ჩამორჩებოდნენ, თამაშის გადასარჩენად 8 წამი დარჩათ.
ამ მოკლე დროში იმერლებმა სამქულინი ესროლეს, რომელიც ააც
ილეს, თუმცა მათმა ტანმაღალმა ცენტრმა, დიმა ინანეიშვილმა ფარქვეშ იმარჯვა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა და … ინანეიშვილზე თბილისელები რომ დაჯარიმდნენ, დროც ამოიწურა. საინტერესო სიტუაცია შეიქმნა:  ორი ქულით ჩამორჩენილი „ქუთაისის“ მოთამაშე 2 საჯარიმოს ესვრის, მოედანზე კი არავინაა, რადგანაც დრო ამოწურულია.
მოზარდმა ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და პირველივე სროლა ააცილა, რაც „ზაზას“ გამარჯვებას ნიშნავდა.