14 წლამდელებმა რეგულარული მოათავეს და პლეი ოფს იწყებენ

დღეს გამართული 2 მატჩით დასრულდა 14–წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული ჩემპიონატი. „ქუთაისმა“ აკადემიას“ მოუგო და მესამე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „რუსთავი“ – „მართვეს“ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმც ქვემოქართლელებმა მაინც იმარჯვეს და მეორე ადგილზე დარჩნენ.
დებულების თანახმად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება, სადაც 4 საუკეთესო გუნდი გავიდა – „ზაზა“, „რუსთავი“, „ქუთაისი“ და „აკადემია“. პირველი მეოთხეს შეხვდება, მეორე – მესამეს და ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სრიაში 2 მატჩს მოიგებს.
პლეი ოფის თამაშები 8 მაისიდან დაიწყება.
 

საბოლოო ცხრილი
ზაზა          12      11      1        23
რუსთავი    12      10      2        22
ქუთაისი    12      8        4        20
აკადემია    12      6        6        18
მართვე      12      5        7        17
დინამო      12      2        10      14
ფოთი         12      0        12      12