14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მეორე ეტაპი 2 მარცხით დაიწყო

14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მეორე ეტაპი 2 მარცხით დაიწყო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ევროპის ლიგის მეორე ეტაპში ჩაერთო. ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის პირველი ეტაი 24-27 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარა, სადაც 5-დან 1 მატჩი მოიგო.
მეორე ეტაპი ჯაფარიძის გუნდმა დღეს 2 მატჩით დაიწყო, რომლებშიც ქართველებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. თავდაპირველად საქართველო იტლიურ „სტელააძუროს“ შეხვდნენ და 28 ქულით – 44:72 დამარცხდნენ. ქართველთაგან ყველაზე მეტი – 10 ქულა საბა მურღულიამ მოაგროვა.
მეორე შეხვედრაში ქართველებმა მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, თუმცა ესტონური ტტუ-ს დასამარცხებლად ძალები არ ეყოთ. მასპინძლებმა შეხვედრა 57:50 მოიგეს. საქართველოს ნაკრებში 13 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი ლუკა ხუციშვილმა დააფიქსირა. 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა შალვა ჭეიშვილის ანგარიშზე.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა დოლიძე, ნუგო ბოჭორიშვილი, ვაკო სხალაძე, საბა მურღულია, ოთო სულაკაური, გუჯა ხვედელიძე, ივა კოპალეიშვილი, ლაშა მესხი, შაკო ჭეიშვილი, დათო ოქროპირიძე და ლუკა ხუციშვილი

ჩვენი ნაკრების მეორე ეტაპის დარჩენილი კალენდარი 28 იანვარი,12:00 სთ საქართველო vs კალევი (ტალინი) 28 იანვარი,19:00 სთ საქართველო vs სპარსი (ვენტსპილსი) 29 იანვარი,12:00 სთ საქართველო vs დინამო (მოსკოვი)