საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე და საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ლატვიაში გაემგზავრა. ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი ლატვიის 2 ქალაქში 7 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
15-წლამდელთა ნაკრებებისთვის ფიბა-ს ოფიციალური ტურნირები არ აქვს კალენდარში ჩასმული, თუმცა საქართვეოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება იმას ემსახურება, რომ 15-წლამდელთა ნაკრებში პერსპექტიული მოთამაშეები 16-წლამდელთა ნაკრებისთის შეირჩნენ.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა, რომელმაც ახალხან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა, მომავალი ზაფხულისთვის მოთამაშეებისგან დაიცლება. ოთარ პერტაიას გარდა გუნდის ყველა წევრი 1999 წელსაა დაბდებული და მომავალ წაფხულს ასაკის გამო 16-წლამდელთა ნაკრებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ. სწორედ 15-წლამდელთა ნაკრებიდან 16-წლამდელთა გუნდი და ამ ნაკრებზე ზრუნვა ადრიანად დაიწყო.
ლატვიის ქალაქ მდონაში ნაკრები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს, შემდეგ კი ქალაქ ვალმეირაში გადავა და საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. 15-წლამდელთა ნაკრებისთვის ესაა მომავალი სეზონისთვის მოსაზადებელი ეტაპი. გადაწყვეტილია, რომ 15-წლამდელთა ნაკრები გამოცდილების მისაღებად და შესათამაშებლად საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
15-წლამდელთა ნაკრების წევრები გასულ სამშაბათს ზაზა ფაჩულიასთვის დიდუბის მანეჟის გადაცემაზე იმყოფებოდნენ