დასანანი მარცხი განიცადა საქართველოს 15-წლამდელთა (2002-წლიანთა) ნაკრებმა პოლონეთში, რომელმაც დღეს, ევროპის ლიგის მესამე ეტაპი წარმატებით დაიწყო. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა დღეს გამართული პირველი მატჩი ადგილობრივ „ჟორსკას“ იოლად მოიგო, მეორე შეხვედრაში კი იტალიურ „ტრაპანისთან“ 61:64 დამარცხდა.
პირველი პერიოდის 11:23 წაგების შემდეგ, ქართველებმა მეორე და მესამე მეოთხედები შესაბამისად 21:12 და 21:13 მოიგეს, რის შემდეგაც დაწინაურდნენ. თუმცა ბოლო 8-წუთეულში ბრძოლაში დათმეს და მარცხი განიცადეს.
ჩვენს გუნდში 16 ქულით დავით გოგაძე გამოირჩა, 14 ქულა გიორგი ბიგანაშვილმა მოაგროვა, ხოლო ზურა ვაშაკიძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.
ტრაპანი – საქართველო 64:61 (სტატისტიკა)
მე-3 ეტაპზე დარჩენილი მატჩების კალენდარი: 18 მარტი, 13:30 საქართველო VS ელექტროლუქსი (ლიტვა) 18 მარტი, 18:00 საბონისის აკადემია (ლიტვა) VS საქართელო 19 მარტი, 15:00 საქართელო VS რიგა (ლატვია) მითითებულია თბილისის დრო